ცესკო საზღვარგარეთ დამატებით 7 უბანს გახნის - ჯამში 67 იქნება
ცესკოს გადაწყვეტილებით, საზღვარგარეთ მცხოვრები საქართველოს მოქალაქეებისთის დამატებით 7 საარჩევნო უბანი გაიხსნება. ნიუ-იორკში, ბერლინში, ბარსელონაში, რომში, ათენში, სალონიკსა და პარიზში თითო უბანი დაემატება. ამის შესახებ ცესკოს სხდომაზე გიორგი კალანდარიშვილმა განაცხადა.
"დღის წესრიგში წარმოდგენილი გვაქვს პროექტი იმის თაობაზე, რომ 7 ახალი საარჩევნო უბნის შექმნა მოხდეს იმ შესაბამის ლოკაციებზე სადაც ამომრჩეველთა რაოდენობამ ამის საჭიროება კომისიას დაუყენა, - თქვა ცესკოს თავმჯდომარემ.
აღსანიშნავია, რომ ცესკოს დღევანდელ სხდომაზე არ უმსჯელიათ საარჩევნო უბნის გახსნის შესახებ სტრასბურგში. გიორგი სიორიძემ დასვა კითხვა, თუ რატომ არ იხსნება საარჩევნო უბანი სტრასბურგში იმის გათვალისწინებით, რომ ამომრჩევლების რიცხვი ამის საჭიროებას იძლევა. სიორიძის ამ განცხადებას მასსა და ცესკოს თავმჯდომარეს შორის კამათი მოჰყვა. კალანდარიშვილმა ეს პროტესტი პოზიტიური ამბის გადაფარვის მცდელობად შეაფასა.
"იმ თავითვე ნათელი იყო თქვენი რიტორიკა ამ საკითხთან დაკავშრებით. დღევანდელი თქვენი განცხადება შეიძლება შეფასდეს ამ 7 დამატებითი უბნი, ამ პოზიტიური ნაბიჯის გადაფარვის მცდელობად, - განაცხადა კალანდარიშვილმა.