თეგებით ძიება

„ქართულმა ოცნებამ“ ყველაფერი გაისროლა, შეიძლება ითქვას გადაამლაშა კიდეც - გია ხუხაშვილი

„ქართული ოცნების“ დასუსტება ავტომატურად ასუსტებს ნაცმოძრაობასაც მათი სიმბიოზური მდგომარეობიდან გამომდინარე“, - ამის შესახებ პოლიტოლოგი, გია ხუხაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

„კვლევების შედეგებზე, ანუ კონკრეტულ პროცენტებზე საუბარი არ მინდა, რადგან ვფიქრობ ბოლო ორ კვირაში სერიოზული ცვლილებები გვექნება გადაუწყვეტელი ამომრჩევლის სეგმენტის საგრძნობი მოცულობიდან და მისი საშუალო სტატისტიკური პროფილიდან გამომდინარე.

მხოლოდ ტენდენციებზე გავამახვილებ თქვენს ყურადღებას:

ტენდენცია კი ასეთია: “ქართული ოცნების” და “ნაც. მოძრაობის” კლება, ალტერნატული ცენტრების მატება.

რატომ ვფიქრობ ასე?

ქართულმა ოცნებამ ყველაფერი გაისროლა, შეიძლება ითქვას გადაამლაშა კიდეც და შემდგომში მხოლოდ კლებისკენ იმოძრავებს. მისი დასუსტება კი ავტომატურად ასუსტებს ნაც. მოძრაობასაც მათი სიმბიოზური მდგომარეობიდან გამომდინარე.

ისინი მუდმივად კვებავდნენ და აძლიერებდნენ ერთმანეთს ე.წ. ანტი-ნაცი/ანტი-ქოცი სეგმენტების მუდმივ  გაფართოებაზე მიმართული პროპაგანდით. ამ საკვებს ვადა გაუვიდა და ამომრჩეველი ალტერნატულ საკვებზე გადადის“, - წერს ხუხაშვილი.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა