თეგებით ძიება

ილიაუნი: გამოქვეყნდა ავტორიზაციის საბჭოს ოქმი, მყარდება ეჭვი, რომ ის არ მოქმედებდა დამოუკიდებლად

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი აცხდებს, რომ გამოქვეყნდა ავტორიზაციის საბჭოს გადაწყვეტილება და ოქმი, რომლის საფუძველზეც გადაწყდა ილიაუნისთვის ავტორიზაციის მინიჭება ერთ წელიწადში მონიტორინგის ჩატარების პირობით.

„ერთი მხრივ, 26 სექტემბრის საბჭოს მიმდინარეობისას სრულად დარღვეული პროცედურები და, მეორე მხრივ, გამოქვეყნებული გადაწყვეტილება, რომელიც შეუსაბამოა ავტორიზაციის დებულებასთან, ამასთანავე, წინააღმდეგობრივია ზეპირი მოსმენისას გამოცხადებულ გადაწყვეტილებასთან, კიდევ უფრო ამყარებს ეჭვს, რომ საბჭო არ მოქმედებდა დამოუკიდებლად.

აშკარაა, რომ დაუსაბუთებელი და წინააღმდეგობრივი გადაწყვეტილებით საბჭომ დიდი ზიანი მიაყენა არა მხოლოდ უნივერსიტეტს, არამედ ქვეყნის საგანმანათლებლო სისტემის რეპუტაციასაც”. – აცხადებს ილიაუნი.

უნივერსიტეტი აცხადებს, რომ აკადემიური და წარმომადგენლობითი საბჭოს წევრები უახლოეს ხანში მოამზადებენ ამ აბსურდული გადაწყვეტილების ანალიზს და ხუთშაბათს, 17 ოქტომბერს, საუნივერსიტეტო საზოგადოების ჩართულობით მოაწყობენ ღია განხილვას.

ამასთან, ილიაუნი დადგენილ ვადაში გაასაჩივრებს საბჭოს გადაწყვეტილებას

„ამასთანავე, გამოიყენებს აპელაციის ყველა იმ მექანიზმს, რომლებიც განსაზღვრულია საუნივერსიტეტო ხარისხის კონტროლის საერთაშორისო ასოციაციების სტანდარტებით”. – ნათქვამია უნივერსიტეტის განცხადებაში.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა