თეგებით ძიება
12. 10. 2024 სპორტი

კვარაცხელიას უკან დახევა უწევდა - რატომ ვიკამათე მეორე ტაიმში ქართველებთან - სერგეი რებროვი

ერთა ლიგაზე საქართველოს ნაკრების 1:0 დამარცხების შემდეგ, პრესკონფერენციაზე უკრაინის ეროვნული გუნდის მწვრთნელმა სერგეი რებროვმა ისაუბრა:

"პირველ რიგში უნდა აღვნიშნო, რომ მძიმე გაზონი იყო. ბიჭებმა თქვეს, რომ ყველაზე ცუდი მოედანი იყო, რომელიც უნახავთ. გვესმის რატომ - წვიმები იყო. ჩემმა ფეხბურთელებმა ხასიათი გამოავლინეს და სამი ქულა მოიპოვეს.

სადღაც 2-3 კვირის წინ საკითხავი იყო, ეს შეხვედრა პოზნანში ჩატარდებოდა თუ არა. მაშინ მოედანი სულ სხვა მდგომარეობაში იყო, ვიდრე ამჟამად. სტადიონი კარგია, მაგრამ ახლა ასეთი ამინდია.

კალიუჟნი? არაფერია სალაპარაკო, ის ერთ-ერთი საუკეთესო იყო. ბურთს ართმევდა,

გუნდზე ბევრს მუშაობდა. მარტო ის არა, ყველა, ვინც გამოვიძახე, რომლებიც მოედანზე გავიდნენ, ბოლომდე იბრძოლეს.

სურვილი ყოველთვის გვქონდა, მაგრამ ხასიათის სიმტკიცე გვჭირდებოდა. დღეს ეს ვაჩვენეთ. მნიშვნელოვანია, რომ პირველებმა გავიტანეთ, შემდეგ კი უფრო კონტრშეტევებზე ვითამაშეთ.

მუდამ, როდესაც პრესინგის ქვეშ ვიმყოფებით, თავდამსხმელი უნდა ვეძებოთ. ვერ ვიტყვი, რომ დოვბიკი არავის არ აძლევდა ბურთს. უბრალოდ ხანდახან ჩვენი საყრდენები ვერ ასწრებდნენ. ამაზე კომენტარს ვერ გავაკეთებ. ყველა ბოლომდე დაიხარჯა. მატჩს გავაანალიზებთ.

რატომ ვიკამათე მეორე ტაიმში ქართველებთან? ერთმანეთს დავუყვირეთ. მართლაც ყველანი ძალიან ვნერვიულობდით შედეგის გამო. ცოტა ვიყვირეთ, ეს პრობლემა არაა.

კვრაცხელიას წინააღმდეგ სპეციალური მეურვეობა? საქართველოს ნაკრებს შეტევაში ძალიან სწრაფი და ტექნიკური ფეხბურთელები ჰყავს. ვცდილობდით ჩვენი საჯარიმოსკენ სახით რაც შეიძლება ნაკლებად მიეღოთ ბურთი, ამიტომ ახლოს ვეთამაშებოდით. როგორც დაინახეთ, მეორე ტაიმში ხვიჩა სიღრმეში იხევდა. ეს ჩვენთვის უკეთესი გახლდათ, რადგან ის მაღალი ინდივიდუალური უნარების მქონეა".


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა