ავტომობილი სახლში შევარდა, დაღუპულია 2 ქალი - ტრაგედია კახეთში
ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა კახეთში, გარდაცვლილია ორი პირი.
შემთხვევა ცოტა ხნის წინ, გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ვაჩნაძიანში მოხდა.
ადგილობრივების ინფორმაციით, ჰონდას მარკის ავტომობილის მძღოლმა მოსახვევში საჭე ვერ დაიმორჩილა, ერთ-ერთი ადგილობრივის ეზოში შევარდა და სადაც ორ ქალს დაეჯახა. შეჯახების შედეგად, ორივე მათგანი გარდაიცვალა.
ავტოსაგზაო შემთხვევის ადგილზე სასწრაფო- სამედიცინო დახმარების ბრიგადა და სამართალდამცველები არიან მობილიზებული.