თეგებით ძიება

"ნოემბრის ბოლოს, დეკემბერს დასაწყისში სალომე ზურაბიშვილი აღარ იქნება პრეზიდენტი" - ირაკლი კობახიძე

ნო­ემ­ბრის ბო­ლოს, დე­კემ­ბერს და­სა­წყის­ში, იმის მი­ხედ­ვით, ახ­ლა­დარ­ჩე­უ­ლი პარ­ლა­მენ­ტის პირ­ვე­ლი სხდო­მა რო­დის ჩა­ი­ნიშ­ნე­ბა, სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვი­ლი მე­ო­რე დღეს­ვე აღარ იქ­ნე­ბა პრე­ზი­დენ­ტის თა­ნამ­დე­ბო­ბა­ზე, რად­გან მას იმ­პიჩ­მენ­ტის წე­სით მო­უ­წევს და­ტო­ვოს პრე­ზი­დენ­ტის თა­ნამ­დე­ბო­ბა, - ამის შე­სა­ხებ პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრმა ირაკ­ლი კო­ბა­ხი­ძემ გა­ნა­ცხა­და.

მისი გან­მარ­ტე­ბით, 26 ოქ­ტომ­ბერს "კო­ლექ­ტი­უ­რი ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბა" და­მარ­ცხდე­ბა, რა­საც პრე­მი­ე­რი მათ წი­ნას­წარ ულო­ცავს.

"ამ ადა­მი­ა­ნებს ერთი პატ­რო­ნი ჰყავთ, სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვი­ლი ერთ-ერთი პა­ტა­რა რგო­ლია, იმ პო­ლი­ტი­კურ ძა­ლა­ში, რა­საც „კო­ლექ­ტი­უ­რი ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბა“ ჰქვია. აქ ერთი ფაქ­ტო­რია მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი, რა თქმა უნდა, მის ჩარ­თუ­ლო­ბას ვე­რა­ვი­თა­რი გავ­ლე­ნა ვერ ექ­ნე­ბა არ­ჩევ­ნე­ბის შე­დე­გებ­ზე, მაგ­რამ სა­ერ­თა­შო­რი­სო დამ­კვირ­ვებ­ლებ­მა აუ­ცი­ლებ­ლად ყუ­რა­დღე­ბა უნდა მი­აქ­ცი­ონ იმ ფაქტს, რომ სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვი­ლის ჩარ­თუ­ლო­ბა წინა სა­არ­ჩევ­ნო პრო­ცე­სებ­ზე კონ­კრე­ტუ­ლი პო­ლი­ტი­კუ­რი ძა­ლის სა­სარ­გებ­ლოდ, „კო­ლექ­ტი­უ­რი ნაც­მოძ­რა­ო­ბის“ სა­სარ­გებ­ლოდ, პირ­და­პირ და უხე­შად ეწი­ნა­აღ­მდე­გე­ბა დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი არ­ჩევ­ნე­ბის პრინ­ცი­პებს.

ჩვე­ნი კონ­სტი­ტუ­ცი­ის თა­ნახ­მად, სა­პარ­ლა­მენ­ტო სის­ტე­მა­შიც, პრე­ზი­დენ­ტი უნდა იყოს ზე­პარ­ტი­უ­ლი, არა­ერ­თი დას­კვნაა ეუთო/ოდი­რის, სა­დაც გაკ­რი­ტი­კე­ბუ­ლია პრე­ზი­დენ­ტის ჩარ­თუ­ლო­ბა სა­არ­ჩევ­ნო პრო­ცე­სებ­ში კონ­კრე­ტუ­ლი პო­ლი­ტი­კუ­რი ძა­ლე­ბის სა­სარ­გებ­ლოდ, სხვა ქვეყ­ნე­ბის მა­გა­ლი­თებ­ზე მაქვს სა­უ­ბა­რი. ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი იქ­ნე­ბა, თუ ამა­ზეც გა­მახ­ვილ­დე­ბა ყუ­რა­დღე­ბა, მი­თუ­მე­ტეს, სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვილ­მა და­ა­ა­ნონ­სა 26 ოქ­ტომ­ბერს რა­დი­კა­ლუ­რი ოპო­ზი­ცი­ის, „კო­ლექ­ტი­უ­რი ნაც­მოძ­რა­ო­ბის“ სა­არ­ჩევ­ნო შტა­ბის გახ­სნა სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენ­ტის ოფის­ში. წარ­მო­იდ­გი­ნეთ, სა­ხელ­მწი­ფო ინ­სტი­ტუ­ტის, პრე­ზი­დენ­ტის ინ­სტი­ტუ­ტის შე­ნო­ბას იყე­ნებს იმი­სათ­ვის, რომ „კო­ლექ­ტი­უ­რი ნაც­მოძ­რა­ო­ბის“ სა­არ­ჩევ­ნო შტა­ბი გა­იხ­სნას, ერ­თად ვი­ზე­ი­მოთ გა­მარ­ჯვე­ბაო, ასე­თი გან­ცხა­დე­ბა გა­ა­კე­თა. სი­ნამ­დვი­ლე­ში, ერ­თად მო­უ­წევთ იზე­ი­მონ ძა­ლი­ან მძი­მე მარ­ცხი, მო­რი­გი, მე-9 მარ­ცხი, რა­საც „კო­ლექ­ტი­უ­რი ნაც­მოძ­რა­ო­ბა“ აუ­ცი­ლებ­ლად გა­ნიც­დის, წი­ნას­წარ ვუ­ლო­ცავ ამ მო­რიგ მარ­ცხს სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვილს და მის მე­გო­ბარ პარ­ტი­ას“, - გა­ნა­ცხა­და კო­ბა­ხი­ძემ.

მან ასე­ვე ისა­უბ­რა ზუ­რა­ბიშ­ვი­ლის გან­ცხა­დე­ბა­ზე, რომ­ლის მი­ხედ­ვი­თაც მას პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრო­ბის კან­დი­და­ტი შერ­ჩე­უ­ლი ჰყავს.

"ეს ერ­თგვა­რი წი­ნა­სა­არ­ჩევ­ნო პი­ა­რუ­ლი ტრი­უ­კე­ბია, თუმ­ცა, არა­ვი­თა­რი ფასი არ აქვს ამ ყვე­ლა­ფერს, მათ შო­რის, სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვი­ლის პერ­სო­ნა­ლუ­რი რე­ი­ტინ­გის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბი­თაც და მთლი­ა­ნად, „კო­ლექ­ტი­უ­რი ნაც­მოძ­რა­ო­ბის“ რე­ი­ტინ­გის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით. ნო­ემ­ბრის ბო­ლოს, დე­კემ­ბრის და­სა­წყის­ში, იმის მი­ხედ­ვით, რო­დის ჩა­ი­ნიშ­ნე­ბა ახ­ლად არ­ჩე­უ­ლი პარ­ლა­მენ­ტის პირ­ვე­ლი სხდო­მა, მე­ო­რე დღეს­ვე, სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვი­ლი აღარ იქ­ნე­ბა პრე­ზი­დენ­ტის თა­ნამ­დე­ბო­ბა­ზე, რად­გან მას იმ­პიჩ­მენ­ტის წე­სით მო­უ­წევს და­ტო­ვოს პრე­ზი­დენ­ტის თა­ნამ­დე­ბო­ბა. რა თქმა უნდა, იმ­პიჩ­მენტს ერ­თგვა­რი სიმ­ბო­ლუ­რი დატ­ვირ­თვა აქვს იქი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, რომ ერთ თვე­ში მა­ინც გა­უ­ვი­დო­და სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვილს ვადა, თუმ­ცა, ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, რომ მო­ღა­ლა­ტემ იმ­პიჩ­მენ­ტის გა­რე­შე არ და­ტო­ვოს თა­ნამ­დე­ბო­ბა, კონ­სტი­ტუ­ცი­ის დამ­რღვევ­მა პრე­ზი­დენ­ტმა სწო­რედ იმ­პიჩ­მენ­ტით უნდა და­ტო­ვოს პრე­ზი­დენ­ტის თა­ნამ­დე­ბო­ბა, რა­საც ქარ­თვე­ლი ხალ­ხი უზ­რუნ­ველ­ყოფს, რო­მე­ლიც შე­სა­ბა­მის მან­დატს მი­ა­ნი­ჭებს „ქარ­თულ ოც­ნე­ბას“, - გა­ნა­ცხა­და კო­ბა­ხი­ძემ.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა