თეგებით ძიება

რატომ იყო დაკეტილი, ახლად გახსნილი ბათუმის შემოვლით გზა? - რა განმარტებას აკეთებს გზების დეპარტამენტი?

ბათუმის შემოვლითი ახალ მაგისტრალურ გზაზე ავტოტრანსპორტი თავისუფლად გადაადგილდება - ამის შესახებ Bm.ge-ს საავტომობილო გზების დეპარტამენტში განუცხადეს.

საქმე ის არის, რომ გავრცელდა ინფორმაცია, რომ პრემიერ-მინისტრმა და აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, შემოვლითი გზა გახსნეს, თუმცა ღონისძიების დასრულების შემდეგ მაგისტრალი დაკეტეს, რადგან პროექტი დაუსრულებელი იყო.

ინფორმაციის დასაზუსტებლად, Bm.ge საავტომობილო გზების დეპარტამენტს დაუკავშირდა, სადაც გვითხრეს, რომ გზა იქამდე იყო დაკეტილი, მანამ ღონისძიების ინვენტარს არ გაიტანდნენ. აღნიშნულის გატანის შემდეგ კი ბათუმის შემოვლით გზაზე გადაადგილება შეუფერხებლად მიმდინარეობს.

„გზა იქამდე იყო დაკეტილი, სანამ სცენას არ დაშლიდნენ. მას შემდეგ რაც ინვენტარი იქნა გატანილი, რომელიც გზაზე იყო განთავსებული გაიხსნა გზა და ტრანსპორტი თავისუფლად სარგებლობს ამ გზით. ამის ამსახველი ვიდეო მასალა გვიდევს ჩვენს გვერდზე“, - გვითხრეს საავტომობილო გზების დეპარტამენტში.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა