თეგებით ძიება

რატომ ვერ გაიხსნა სტრასბურგში საარჩევნო უბნები - რას აცხადებს გიორგი კალანდარიშვილი?

ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკო) თავმჯდომარემ, გიორგი კალანდარიშვილმა „დღის ქრონიკაში“ განმარტა, რატომ ვერ გაიხსნა სტრასბურგში საარჩევნო უბნები.

„უცხოეთში, საარჩევნო უბნების შექმნის საფუძველს წარმოადგენს საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ მოწოდებული ინფორმაცია, ლოკაციები და ამომრჩეველთა რაოდენობა, იქ, ამის შესახებ ინფორმაცია არ იყო. მეორე - გასულია ყველანაირი ვადები, მესამე - ცესკო, კენჭისყრის დღემდე რაც იქმნება, იმის მიღმა დამატებით სხვა ლოკაციაზე, თუნდაც ასეთ მომართვიანობას ჰქონდეს ადგილი, ფიზიკურად ვერ შექმნის საარჩევნო უბანს.

ეს საკითხი გამოყენებულია იმისთვის, რომ ერთი მხრივ, ჩვენი უცხოეთში მყოფი თანამემამულეები შეცდომაში შეიყვანონ და ამ საკითხზე არასწორი აღქმები შეუქმნან. მეორე მხრივ - როდესაც საკითხის მოგვარება შეუძლებელია, რადგან შესაბამისი ვადები, შესაბამისი პროცედურები ამოწურულია. როდესაც ამ ყველაფრის შესახებ ცნობილია სხვადასხვა ჩართული მხარისთვის, რომ რაღაც პროცედურა არის შეუსრულებელი და წარმოუდგენელი, ცხადია, ამ დროს ხდება ამ საკითხზე პედალირება და იმდაგვარად წარმოჩენა, რომ თითქოს ცესკოს რაიმე მოქმედების გაკეთება შეუძლია და თითქოს ის ამას არ აკეთებს. ეს არის სამართლებრივიდან პოლიტიკურ სივრცეში გადატანის მცდელობა, რომელიც მიზნად ისახავს ინსტიტუციის იმდაგვარად წარმოჩენას,რომ თითქოს ის რაღაცას არ აკეთებს და ამით მეტი პოლიტიკის შემოტანა ამ პროცესში“, - აღნიშნა გიორგი კალანდარიშვილმა.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა