თეგებით ძიება

2022-2023 წლებში საქართველოში საცხოვრებლად 73.7 ათასი რუსეთის მოქალაქე დარჩა - IDFI

„ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი“ (IDFI) საქსტატის მონაცემებზე დაყრდნობით ამბობს, რომ 2022-2023 წლებში ემიგრაციაში წავიდა 264.3 ათასი საქართველოს მოქალაქე, ხოლო ქვეყანაში დაბრუნდა 146.3 ათასი. შესაბამისად, ემიგრაციაში 118 ათასით მეტი საქართველოს მოქალაქე წავიდა, ვიდრე უკრან დაბრუნდა სამშობლოში.

ამავე დროს, IDFI-ის ცნობით, საქართველოში საცხოვრებლად დარჩა 73.7 ათასი რუსეთის მოქალაქე, ჯამში ამ პერიოდში საქართველოში საცხოვრებლად ჩამოსული რუსეთის 114.9 ათასი მოქალაქიდან.

განცხადებაში წერია, რომ საქსტატის მონაცემებით, ბოლო 10 წელში (2014-2023) ემიგრაციაში წავიდა 815,608 საქართველოს მოქალაქე, ხოლო ქვეყანაში დაბრუნდა 265 ათასით ნაკლები – 550,919 საქართველოს მოქალაქე.

2023 წელს ემიგრაციაში წასული 163,480 საქართველოს მოქალაქიდან 70% (114 438)   30 წლამდე ასაკისაა, მათ შორის 43% (70,003) 15 წლამდე ბავშვია.

გაეროს მონაცემებით, 2020 წელს ემიგრაციაში ცხოვრობდა საქართველოში დაბადებული 861,077 პირი. IDFI-ს განცხადებაში ნათქვამია, რომ არსებული დინამიკის გათვალისწინებით მათი რიცხვი 2024 წელს მილიონამდე გაიზრდება.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა