რეპერ Puff Diddy-ზე ახალი ინფორმაცია ვრცელდება
ამერიკელი რეპერი 16 სექტემბერს დააკავეს და ბრალად რეკეტი, თაღლითობა და სექსუალური ტრეფიკინგი ედება.
100-ზე მეტმა ადამიანმა რეპერის წინააღმდეგ სარჩელი სექსუალური ძალადობის, გაუპატიურებისა და სექსუალური ექსპლუატაციის ბრალდებით შეიტანა
სავარაუდო მსხვერპლთა შორის არიან არასრულწლოვანებიც, რომლებიც ძალადობის მსხვერპლნი 9 წლის ასაკში გახდნენ.
ადვოკატებმა რეპერის $50 მილიონის ოდენობის გირაოთი გამოყვანა სცადეს, თუმცა 18 სექტემბერს სასამართლომ შუამავლობა არ დააკმაყოფილა და ქომბსი პატიმრობაში დატოვეს.
სამართლებრივი დავა რეპერის წინააღმდეგ ჯერ კიდევ 2023 წლის ნოემბერში დაიწყო.
მოსამართლე არუნ სუბრამანიანმა სასამართლო პროცესი 5 მაისს დანიშნა, რომელიც, სავარაუდოდ, ერთ თვეს გაგრძელდება.
ქომბსს დღემდე არ უღიარებია აღნიშნული ბრალდებები და თავს უდანაშაულოდ მიიჩნევს. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, მას მინიმუმ 15 წლით თავისუფლების აღკვეთა ან სამუდამო პატიმრობა ემუქრება
წყარო: on.ge