"ამ პირობას შეგისრულებთ შვილო!" - სალომე ზურაბიშვილი ტრაგიკულად დაღუპულ შოთიკო პეტრიაშვილზე
პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში ეხმაურება ალექსი პეტრიაშვილის ოჯახში დატრიალებულ ტრაგედიას. ის აქციაზე გადაღებულ ფოტოს აქვეყნებს, სადაც შოთიკო პეტრიაშვილს პლაკატი უჭირავს წარწერით, "ჩვენ ვართ ევროპა".
"სიტყვა არ მაქვს სათქმელი ან სანუგეშებელი …. მაგრამ ამ პირობას შეგისრულებთ შვილო!" - წერს ზურაბიშვილი.
ცნობისთვის ტრაგედია დატრიალდა წუხელ ყოფილი მინისტრის, "დროას“ წევრის ალექსი პეტრიაშვილის ოჯახში. მისი ვაჟი უბედური შემთხვევის შედეგად დაიღუპა.