თეგებით ძიება

"ამ სქემაში პრემიერობის საუკეთესო კანდიდატი თავად სალომე ზურაბიშვილი იქნებოდა" - რას წერს გია ხუხაშვილი?

სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენ­ტი, სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვი­ლის გან­ცხა­დე­ბით, 26 ოქ­ტომ­ბრის არ­ჩევ­ნე­ბამ­დე ის ე.წ. ტექ­ნი­კურ მთავ­რო­ბას წა­რად­გენს. აღ­ნიშ­ნულ თე­მას ეხ­მი­ა­ნე­ბა პო­ლი­ტი­კუ­რი სა­კი­თხე­ბის ექ­სპერ­ტი, გია ხუ­ხაშ­ვი­ლი და იმ რის­კებ­ზე სა­უბ­რობს, რო­მე­ლიც ახ­ლავს, რო­მე­ლიც შე­იძ­ლე­ბა ახ­ლდეს დრო­ის მცი­რე მო­ნაკ­ვეთ­ში ამ მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი სა­კი­თხის გან­ხილ­ვას.

"ჩემი მო­საზ­რე­ბა ტექ­ნი­კურ (გარ­და­მა­ვალ) მთავ­რო­ბა­ზე პრე­ზი­დენ­ტის გან­ცხა­დე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით:პრე­ზი­დენ­ტის მხრი­დან პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრის კან­დი­და­ტუ­რის­თვის რე­კო­მენ­და­ცი­ის გა­წე­ვა პო­ლი­ტი­კუ­რი შე­თან­ხმე­ბის სა­კი­თხია და ამის ანტი-კონ­სტი­ტუ­ცი­უ­რო­ბა­ზე აპე­ლი­რე­ბა არა­სე­რი­ო­ზუ­ლი და მცდა­რია.ცუ­დია, რომ ასე­თი მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი სა­კი­თხის გან­ხილ­ვა უაღ­რე­სად შე­ზღუ­დულ ვა­დებ­ში, ფაქ­ტობ­რი­ვად ცა­იტ­ნოტ­ში ხდე­ბა, რაც გარ­კვე­ულ რის­კებს შე­ი­ცავს.

თუმ­ცა, მი­მაჩ­ნია, რომ პო­ლი­ტი­კუ­რი ნე­ბის არ­სე­ბო­ბის შემ­თხვე­ვა­ში, ეს პრობ­ლე­მე­ბი სწრა­ფად გა­და­ლახ­ვა­დია.ამ პრო­ცე­სის საგ­ზაო რუქა ასე წარ­მო­მიდ­გე­ნია:

1. პრე­ზი­დენ­ტი რე­კო­მენ­და­ცი­ას უწევს პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრო­ბის კან­დი­დატს.

2. ქარ­თულ ქარ­ტი­ა­ზე ხელ­მომ­წე­რი ძი­რი­თა­დი სუ­ბი­ექ­ტე­ბი­დან (4 სუ­ბი­ექ­ტი მყავს მხედ­ვე­ლო­ბა­ში) ისი­ნი, ვინც და­ე­თან­ხმე­ბი­ან მის კან­დი­და­ტუ­რას, წა­რად­გე­ნენ ვიცე-პრე­მი­ე­რო­ბის კან­დი­და­ტებს.

3. და­ნარ­ჩე­ნი კა­ბი­ნე­ტის ფორ­მი­რე­ბა უკვე უნდა მოხ­დეს პოსტ-სა­არ­ჩევ­ნოდ არ­ჩევ­ნე­ბის შე­დე­გე­ბის შე­სა­ბა­მი­სად.

4. პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრო­ბის კან­დი­და­ტი აცხა­დებს, რომ მისი კა­ბი­ნე­ტი გა­დად­გე­ბა, რო­გორც კი ქარ­თუ­ლი ქარ­ტი­ით დეკ­ლა­რი­რე­ბუ­ლი მიზ­ნე­ბი იქ­ნე­ბა მიღ­წე­უ­ლი. მეს­მის, რომ არ­სე­ბობს რის­კი, რომ ეს გეგ­მა დარ­ჩეს მხო­ლოდ პო­ლი­ტი­კურ გა­ნა­ცხა­დად და გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა არ ეწე­როს, თუნ­დაც იმ მი­ზე­ზით, რომ ქარ­ტი­ა­ზე ხელ­მომ­წე­რი სუ­ბი­ექ­ტე­ბის ნა­წი­ლი მას არ და­ე­თან­ხმე­ბა.

და­თან­ხმე­ბა-არ­და­თან­ხმე­ბა სუ­ბი­ექ­ტე­ბის პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბის ზო­ნაა და ბუ­ნებ­რი­ვია სა­არ­ჩევ­ნოდ ყვე­ლა გა­და­იხ­დის შე­სა­ბა­მის პო­ლი­ტი­კურ ფასს.სა­მა­გი­ე­როდ სა­არ­ჩევ­ნო-სა­რ­ე­ფე­რენ­დუ­მო პრო­ცეს­ში ირი­ბად ჩნდე­ბი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ფი­გუ­რე­ბი - მოქ­მე­დი პრე­ზი­დენ­ტი და პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრო­ბის კან­დი­და­ტი, რომ­ლე­ბიც მნიშ­ვნე­ლოვ­ნად და­ეხ­მა­რე­ბი­ან იმ სუ­ბი­ექ­ტებს, რომ­ლე­ბიც ქარ­ტი­ის ერ­თგუ­ლე­ბას შე­ი­ნარ­ჩუ­ნე­ბენ.შე­დე­გად, რაც ყვე­ლა­ზე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, ამომ­რჩე­ველს ზუს­ტად ეცო­დი­ნე­ბა - რას, ვის და რა­ტომ აძ­ლევს ხმას.პარ­ტი­ებ­მა უნდა გა­აც­ნო­ბი­ე­რონ მთა­ვა­რი - დღეს ჩვენ არ ვირ­ჩევთ უბ­რა­ლოდ ხე­ლი­სუფ­ლე­ბას, მივ­დი­ვართ რე­ფე­რენ­დუმ­ზე და ვირ­ჩევთ ევ­რო­პას…

P.S. აქვე ვი­ტყვი, რომ - ჩემი აზ­რით, ამ სქე­მა­ში პრე­მი­ე­რო­ბის სა­უ­კე­თე­სო კან­დი­და­ტი თა­ვად სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვი­ლი იქ­ნე­ბო­და, რად­გან მას აქვს ქარ­ტი­ის მიზ­ნე­ბის სწრა­ფად და ეფექ­ტუ­რად აღ­სრუ­ლე­ბის ყვე­ლა­ზე დიდი რე­სურ­სი", - წერს გია ხუ­ხაშ­ვი­ლი.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა