თეგებით ძიება
13. 10. 2024 მსოფლიო

უკრაინული მედიის ცნობით, რუსეთის ძალებმა კურსკის ოლქში ცხრა უკრაინელი სამხედრო ტყვე დახვრიტეს

უკრაინის ომბუდსმენი დმიტრი ლუბინეცი გაერო-ს და წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტს მიმართავს თხოვნით, გამოიძიონ კურსკის ოლქში უკრაინელი სამხედრო ტყვეების დახვრეტის შესახებ მორიგი ცნობები.

უკრაინული მედიაპროექტის, DeepState-ის ინფორმაციით, 10 ოქტომბერს რუსმა სამხედროებმა დახვრიტეს კურსკის ოლქში ტყვედ ჩავარდნილი ცხრა უკრაინელი ჯარისკაცი. ანალიტიკოსების მონაცემებით, შემთხვევა მოხდა დასახლება ზელიონი შლიახის რაიონში, სადაც რუსეთის სამხედრო დანაყოფები იმ დღით შევიდნენ.

„სამხედრო ტყვეებთან მოპყრობის შესახებ ამგვარი ქმედებები ჟენევის კონვენციის უხეში დარღვევაა. ეს ქმედებები არ უნდა დარჩეს დაუსჯელი და მტერმა პასუხი უნდა აგოს“, – განაცხადა ლუბინეცმა.

რუსულ მხარეს აღნიშნულ ინფორმაციასთან დაკავშირებით კომენტარი არ გაუკეთებია.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა