თეგებით ძიება

ქუთაისში, ერთ-ერთ სუპერმარკეტში უცნობი პირი შეიჭრა და თანხა გაიტაცა

ქუთაისში უცნობმა პირმა მაღაზიიდან თანხა გაიტაცა. ამ დრომდე დაუდგენელი პირი, თამარ მეფის ქუჩაზე, მაღაზია “ნიკორას” ფილიალში შეიჭრა. ქსელური მარკეტის თანამშრომლები იხსენებენ, რომ უცნობმა პირმა სალაროს თარო, სადაც თანხა იყო, მთლიანად გაიტაცა.

"წაღებულია 220 ლარი, სალაროს უჯრა მთლიანად წაიღო, ნიღაბი ეკეთა თუ არა, ვერ დავინახე, ისე დავიბენი. "კაპიუშონი" ჰქონდა თავზე წამოფარებული", - ამბობს მაღაზიის თანამშრომელი.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა