თეგებით ძიება

ჯო ბაიდენი გერმანიაში 18 ოქტომბერს ჩავა

აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი გერმანიას პარასკევს, 18 ოქტომბერს ეწვევა. ამის შესახებ Reuters-ი გერმანიის მთავრობაში წყაროებზე დაყრდნობით წერს.

წყაროების თქმით, ბაიდენის ვიზიტს არ ექნება ოფიციალური სახელმწიფო ვიზიტის სახე და შემოიფარგლება ერთობლივ მუშაობაში მონაწილეობით.

Spiegel -ის მიერ გავრცელებული ინფორმაციით კი, ბაიდენს ოფიციალური შეხვედრები დაგეგმილი აქვს გერმანიის კანცლერთან და პრეზიდენტთან.

როგორც ცნობილია, ჯო ბაიდენის ვიზიტი გერმანიაში ქარიშხალ „მილტონის“ გამო გადაიდო.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა