გიორგი ქოჩორაშვილის სატრანსფერო ღირებულება 4 მლნ ევრომდე გაიზარდა - ნახეთ, სხვა ქართველი ფეხბურთელების ფასიც
სამენეჯერო სააგენტო Transfermarkt-ზე ქართველი ფეხბურთელის გიორგი ქოჩორაშვილის სატრანსფერო ღირებულება კიდევ გაიზარდა. განახლებული მონაცემებით, მისმა ღირებულებამ 2.5-დან 4 მლნ ევრომდე მოიმატა.
რაც შეეხება საქართველოს ეროვნული ნაკრების სხვა ფეხბურთელებს, ახლანდელი მდგომარეობით, ხვიჩა კვარაცხელია ყველაზე ძვირადღირებული ქართველი ფეხბურთელია 80 მლნ ევროთი, გიორგი მამარდაშვილი მსოფლიოში ყველაზე ძვირადღირებული მეკარე - 45 მლნ ევროთი, რომელსაც გიორგი მიქაუტაძე მოსდევს 20 მლნ ევროთი.
გთავაზობთ, ყველაზე ძვირადღირებული ქართველი ფეხბურთელების ახლანდელ ათეულს:
ხვიჩა კვარაცხელია - 80 მლნ ევრო;
გიორგი მამარდაშვილი - 45 მლნ ევრო;
გიორგი მიქაუტაძე - 20 მლნ ევრო;
ოთარ კიტეიშვილი - 5 მლნ ევრო;
ზურიკო დავითაშვილი -5 მლნ ევრო;
გიორგი ქოჩორაშვილი - 4 მლნ ევრო;
გიორგი ჩაკვეტაძე - 2.5 მლნ ევრო;
გიორგი გოჩოლეიშვილი - 2.5 მლნ ევრო;
ბუდუ ზივზივაძე - 1.8 მლნ ევრო;
ოთარ კაკაბაძე 1.5 მლნ ევრო.
ბოლო მონაცემებით, ასევე გაზრდილია გიორგი წიტაიშვილის ფასი, 1 მლნ ევრომდე.
წყარო: bpn.ge