ქუთაისში, სასაფლაოზე 20-მდე ცნობილი ადამიანის სურათები და ბოქლომები იპოვეს
ქუთაისში, “მწვანე ყვავილას“ პანთეონში, სამ სხვადასხვა საფლავში ფოტოებთან ერთად ბოქლომებიც იპოვეს.
ერთ-ერთ სასაფლაოზე გარდაცვლილის ოჯახმა შეამჩნია, რომ მიწა უსწორმასწოროდ იყო, შემდეგ კი საფლავში 20-მდე ადამიანის სურათი და ბოქლომები ნახეს.
გავრცელდა ინფორმაციაც, რომ ფოტოსურათებზე აღბეჭდილი ადამიანები ქუთაისში ცნობილი ადამიანები არიან. ვინ ან რა მიზნით დამარხა პანთეონში სურათები, ამ დრომდე არავინ იცის.