თეგებით ძიება
15. 10. 2024 სპორტი

მოლოდინი გვქონდა, რომ ჯგუფის ფავორიტები ვიყავით, შეცდომები უნდა გამოვასწოროთ - ოთარ კიტეიშვილი

საქართველოს ნაკრების ფეხბურთელმა ოთარ კიტეიშვილმა ალბანეთის ნაკრებთან მატჩის (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა.

"სექტემბრის თამაშების შემდეგ მოლოდინი გვქონდა, რომ ჯგუფის ფავორიტები ვიყავით, მაგრამ გამოჩნდა, რომ ძალიან თანაბარი ჯგუფია და ყველა გუნდს თანაბარი შანსი ექნება ჯგუფის მოგების. შეცდომები უნდა გავაანალიზოთ, შევისწავლოთ, რას არ ვაკეთებთ სათანადო დონეზე და გამოვასწოროთ ნოემბრის მატჩებში.

აუცილებელია კარგი შედეგის ჩვენება და იმედი მაქვს, რომ ჯგუფის წარმატებით დასრულებას შევძლებთ. წინა მატჩთან შედარებით, მეტოქე უფრო მეტად კომპაქტურად იცავდა თავს, ნაკლებ სივრცეს გვიტოვებდნენ და ცდილობდნენ, რომ ფლანგებიდან შეგვეტია, რამაც გაართულა ჩვენთვის სივრცეების პოვნა.

გვქონდა გარკვეული მომენტები, რომლებიც ვერ გამოვიყენეთ, თუმცა ეს ფეხბურთის ნაწილია. ორივე თამაშში მსგავსი გოლები გავუშვით, თითქოს იღბალიც არ იყო ჩვენს მხარეს. უნდა გავაგრძელოთ შრომა, განვითარება და შედეგი აუცილებლად იქნება“, - განაცხადა კიტეიშვილმა.

საქართველოს ნაკრებს ჯგუფში ოთხი ტურის შემდეგ 6 ქულა აქვს. ვილი სანიოლის გუნდი მომდევნო მატჩში 16 ნოემბერს, უკრაინის ნაკრებს შეხვდება, რომელსაც ბათუმში უმასპინძლებს.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა