თეგებით ძიება
15. 10. 2024 სპორტი

"კიდევ 2-3 ბურთის გატანა შეგვეძლო“ - ალბანელები საქართველოსთან მატჩზე

სექტემბერში ტირანაში განცდილი მარცხის შემდეგ, ალბანეთის ნაკრებმა საქართველოს ეროვნულ გუნდზე სრულფასოვანი რევანში აიღო და მეტოქე გასვლაზე ზუსტად იმ ანგარიშით დაამარცხა, როგორც თავად ერთი თვის წინ წააგო. სწორედ ამაზე ამახვილებდნენ ყურადღებას უეფას ოფიციალური ვებ-გვერდისთვის მიცემულ ინტერვიუში „შკიპერების“ კაპიტანი ადრიან ისმაილი და ნედიმ ბაირამი. თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ მათი შეფასებები აშკარად გაზვიადებული და რეალობას მოკლებული იყო.

ადრიან ისმაილი: რამდენიმე დღის წინ ჩეხებთან განცდილი მარცხი მალევე დავივიწყეთ და საქართველოსთან მატჩზე გადავერთეთ. ბოლო წუთებს თუ არ ჩავთვლით, მოედანზე ვდომინირებდით და კიდევ 2-3 ბურთის გატანა შეგვეძლო. ნოემბრის მატჩებში კიდევ უფრო მოტივირებულები დავბრუნდებით და დაწყებული საქმის ბოლომდე მიყვანას შევეცდებით.

ნედიმ ბაირამი: მთავარია, რომ გავიმარჯვეთ და გოლს ვინ გაიტანს, ამას გადამწყვეტი მნიშვნელობა არ აქვს. როდესაც დროის ასეთ მოკლე მონაკვეთში ორ მატჩს ატარებ, კარგი ფიზიკური მომზადებაა საჭირო და ამ მხრივ, მშვენივრად გამოვიყურებოდით. მოვიპოვეთ გამარჯვება, რითაც ისტორიაში შევედით და როგორც ისინი ზეიმობდნენ ერთი თვის წინ ტირანაში, ასევე აღვნიშნავთ ახლა ჩვენ.

თბილისში დამთავრებული შეხვედრის შემდეგ, საქართველოსა და ალბანეთის ნაკრები გუნდების ურთიერთშეხვედრებში ჩვენმა მეტოქემ სტატისტიკა ოდნავ გაიუმჯობესა - 17 მატჩიდან მათ ანგარიშზე 4 მოგებაა, 4-ჯერ ფრე დაფიქსირდა და 9 შემთხვევაში ქართველმა ფეხბურთელებმა გაიმარჯვეს.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა