თეგებით ძიება
15. 10. 2024 სპორტი

"პასუხი ქართველებს, რომლებიც ამბობდნენ რომ თბილისში 5:0-ს მოგვიგებდნენ'' - რას წერენ ალბანელები სოციალურ ქსელში?

ერთა ლიგის B დივიზიონის პირველი ჯგუფის მე-4 ტურის შეხვედრაში საქართველოს ეროვნული ნაკრები ალბანეთთან შინ 0:1 დამარცხდა.

მატჩის შედეგის შესახებ ალბანეთის ფეხბურთის ფედერაციის გვერდზე გამოქვეყნებულ პოსტს ადგილობრივი გულშემატკივრების მხრიდან დიდი გამოხმაურება მოჰყვა:

"პასუხი მეტოქე გუნდის გულშემატკივრებს, რომლებიც პირველი მოგებით აჟიტირებულნი ამბობდნენ, რომ თბილისში 5:0-ს მოგვიგებდნენ... მოდით, ახლა დავლიოთ ერთი ჭიქა ღვინო იქ, კავკასიაში.''

"ჩვენი ნაკრების დამსახურებული გამარჯვება ძლიერ მეტოქესთან, რომლის წინააღმდეგაც ბევრ გუნდს გაუჭირდა. ახლა კიდევ ორი მნიშვნელოვანი მატჩი გველის, სადაც ჩვენი ბედი ჩვენს ხელშია.''

"მომენტებით უნდა გვესარგებლა! საბედნიეროდ, საქართველომ ჩვენი დასჯა ვერ შეძლო...''

"მწვრთნელის კრიტიკამ შედეგი გამოიღო!''

"სად არიან ქართველი გულშემატკივრები?''

"დღეს დავამტკიცეთ, რომ სასწაულის მოხდენა შეგვიძლია. თუმცა, ბევრი ასპექტის გამოსწორება გვჭირდება.''

ერთა ლიგის 4 ტურის შემდეგ, საქართველო ჯგუფში 6 ქულით ლიდერობს.

ვილი სანიოლის გუნდი მომავალ მატჩს 16 ნოემბერს, უკრაინის წინააღმდეგ გამართავს.

წყარო


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა