თეგებით ძიება
15. 10. 2024 მსოფლიო

ალბანეთმა ევროკავშირში გაწევრიანების საკითხზე მოლაპარაკება დაიწყო

ალბანეთმა ევროკავშირთან ამ ორგანიზაციაში გაწევრიანების შესახებ ოფიციალური მოლაპარაკება დაიწყო. ამის შესახებ Deutche Welle იუწყება.

ევროკავშირის და ალბანეთის წარმომადგენლები დღეს ლუქსემბურგში შეხვდნენ ერთმანეთს და განიხილეს საკითხები, რაც ერთობლივ ინტერესს წარმოადგენს. პირველ რიგში საუბარია ალბანეთში კანონის უზენაესობის პრინციპის დაცვაზე.

„მოვემზადებით იმისთვის, რომ ალბანეთი 2030 წლისთვის ევროკავშირის წევრი გახდეს“, - განაცხადა ალბანეთის პრემიერ-მინისტრმა ედი რამამ. მისი თქმით, ტირანამ ამჟამად სამუშაოს ყველაზე რთული ნაწილი უნდა შეასრულოს. რამას განცხადებით, ალბანელებს გეგმა „ბ“ არ აქვთ, როდესაც საუბარია კანონის და დემოკრატიის უზენაესობაზე. „ევროკავშირში გაწევრიანების ნებისმიერი ალტერნატივა ჩვენს მიერ არჩეული ცხოვრების წესზე უარს ნიშნავს“, - განაცხადა ედი რამამ.

ევროპის საკითხებში გერმანიის სახელმწიფო მინისტრი ანა ლიურმანი მოლაპარაკების ამ ეტაპზე გადასვლას მიესალმება. მისი თქმით, გერმანია ევროკავშირში ალბანეთის გაწევრიანებას მხარს დაუჭერს.

ცნობისთვის, ალბანეთი ამჟამად ნატოს წევრია, რომელსაც 2009 წელს შეუერთდა, მაშინვე ქვეყანამ ევროკავშირის წევრობაზე განაცხადი შეიტანა.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა