აშშ გარანტიას იძლევა, რომ ისრაელის დარტყმები ბეირუთში შემცირდება - ლიბანის პრემიერი
ლიბანის პრემიერ-მინისტრმა ნაჯიბ მიკატიმ Al Jazeera-ს განუცხადა, რომ მან აშშ-სგან მიიღო გარანტია იმის თაობაზე, რომ ბეირუთში ისრაელის დარტყმები შემცირდება.
ებრაული მედია ბოლო დღეებში იტყობინებოდა, რომ აშშ-ის ზეწოლამ ისრაელი აიძულა, ლიბანის დედაქალაქში „ჰეზბოლას“ სამიზნეებზე დარტყმები შეემცირებინა. ისრაელის ოფიციალურმა პირებმა ეს უარყვეს და ამტკიცებენ, რომ იერუსალიმი, საჭიროებისამებრ, მოქმედების თავისუფლებას ინარჩუნებს.
მიკატი დასძენს, რომ მის მთავრობას სურს ცეცხლის შეწყვეტა და „გაეროს 1701 რეზოლუციის განხორციელება“, რაც გულისხმობს მდინარე ლიტანის სამხრეთით „ჰეზბოლას“ ყოფნის დასრულებას.