ნეტავ მე მოვმკვდარიყავი, ჩემო ელენე… ან დედაშენს რა ვუთხრა, ან მამას რა სიტყვა დავახვედრო?“ - გიგა მაქარაშვილი
კახეთში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის დროს გარდაცვლილ ელენე მეგრელიშვილს მეგობრები და კოლეგები ემშვიდობებიან.
ელენე მეგრელიშვილის შესახებ სოციალურ ქსელში ემოციურ სტატუსს წერს მისი მეგობარი, სამოქალაქო აქტივისტი გიგა მაქარაშვილი და ელენესთან ერთად გადაღებულ ფოტოებს აქვეყნებს:
„ნეტავ მე მოვმკვდარიყავი, ჩემო ელენე. ან დედაშენს რა ვუთხრა, ან მამას რა სიტყვა დავახვედრო?
არც ის ვიცი, უშენოდ როგორ გაგრძელდება, მაგრამ იცოდე, სანამ ვიცოცხლებ, არასდროს დაგივიწყებ“, – წერს გიგა მაქარაშვილი სოციალურ ქსელში.
შეგახსენებთ, ავტოსაგზაო შემთხვევა გურჯაანის მუნიციპალიტეტში გუშინ მოხდა. არსებული ინფორმაციით, ერთმანეთს საპირისპირო მიმართულებით მოძრავი ორი ავტომობილი შეეჯახა, რა დროსაც ადგილზე გარდაიცვალა ელენე მეგრელიშვილი. არსებული ცნობითვე, მძიმედ დაშავდა სამი ადამიანი, ისინი კლინიკებში გადაიყვანეს, დაშავებულებიდან ერთ-ერთი გერმანიის მოქალაქეა.