"დედას შვილი არ უნდა უკვდებოდეს..." - ავარიის დროს დაშავებული 19 წლის მორაგბე საბა ჭეიშვილი გარდაიცვალა
ავტოსაგზაო შემთხვევის დროს მიღებული ქალა-ფუძის მოტეხილობით, ახალგაზრდა მორაგბე საბა ჭეიშვილი გარდაიცვალა.
შემთხვევა რამდენიმე დღის წინ მოხდა.
"დედას შვილი არ უნდა უკვდებოდეს. მშვიდად იძინე ხუჭუჭა ბიჭო...“; „რა საცოდაობა ასეთი ახალგაზრდა... ასე ადრიანად წასვლა, მას ხომ ცხოვრება წინ ჰქონდა. უფალმა დაუმკვიდროს ცათა სასუფეველი“; „რა ვთქვა, არ ვიცი... ამ ტკივილის გაძლებას ალბათ რკინად გადაქცევა უნდა... ქვად, ლოდად, უფალმა შეგაძლებინოთ მისი სულის სადიდებლად გაძლიერება“ - წერენ სოციალურ ქსელში.