თეგებით ძიება

Instagram-ს ახალი ფუნქცია დაემატა

Profile Card-ის ფუნქცია Instagram-ზე  მთელი მსოფლიოს მასშტაბით ჩაეშვა, რაც იმას ნიშნავს, რომ უკვე ყველა მომხმარებელს შეუძლია ციფრული ბიზნესბარათის დამზადება, რათა გაამარტივონ ახალი მეგობრების შეძენისა თუ ბრენდებთან თანამშრომლობის საკითხები. ამას კი წინ რამდენიმე თვიანი ტესტირების ფაზა უძღვოდა, რომელიც, როგორც ჩანს, წარმატებულიც აღმოჩნდა. 

ერთი მხარე გასაზიარებელი ბარათია, რომელიც ინფორმაციას თქვენი პროფილიდან იღებს, იქნება ეს bio, პროფილის სურათი თუ სხვა ლინკი ან მუსიკა, რომელიც თქვენს გვერდზე გაქვთ დამატებული. ხოლო მეორე მხარეს QR კოდია დატანილი, რომელიც პირდაპირ თქვენს პროფილს უკავშირდება. თქვენი ბარათის ფონი თავადვე შეგიძლიათ აირჩიოთ გამოსახულებით, რომელზეც ფიქრობთ, რომ საუკეთესოდ წარმოგაჩენთ. 

ეს ფუნქცია იმ ადამიანებისთვისაა, რომლებსაც ბაზარზე საკუთარი თავის წარმოჩენა და კავშირების გაზრდა სურთ. შეგიძლიათ, თქვენი პროფილის ბარათი სხვა პლატფორმებზეც გააზიაროთ და უბიძგოთ ადამიანებს, გადმოვიდნენ თქვენსავე გვერდზე.

იდეა კი იქიდან წამოვიდა, რომ თაობა ზეტის წარმომადგენლები Instagram-ს რეზიუმეს მსგავსად იყენებენ, რასაც ემატება კვლევა, რომლის თანახმადაც თაობა ზეტის ნახევარს ინფლუენსერობა სურს… ამიტომ, ახლა მათ სოციალური ქსელი თავის წარდგენის გზას გაუმარტივებს.

ინსტაგრამის თქმით, მომხმარებლებს შეუძლიათ, თავიანთი პროფილის ბარათები იმ პოტენციურ პირებსა თუ ბრენდებს გაუგზავნონ, რომელთანაც თანამშრომლობას განიხილავენ. კომპანია იმედოვნებს, რომ ახალი ფუნქცია Instagram-ის ჯგუფებსა თუ ონლაინ შეკრებაზე პროფილის ბარათის გაზიარებით ახალი მეგობრების შეძენაში დაეხმარება მომხმარებლებს. თანაც 2018 წელს შემოთავაზებული QR კოდებისგან განსხვავებით, მათ ახლა ციფრული ბიზნესბარათებით უფრო მეტ ინფორმაციას მიაწვდიან თავიანთ ინტერესებსა თუ კონტენტზე.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა