თეგებით ძიება

ზუსტად 10 დღეში, გვაქვს ისტორიული შანსი გავაცამტვეროთ ოთხივე აგენტურული პარტია საქართველოში - მამუკა მდინარაძე

26 ოქტომბრის არჩევნები - პირველი არჩევნებია მეორე ტურის გარეშე! ანუ, იქვე უნდა გადავანგრიოთ, იმ დღეს, მეორე შანსი აგენტურის ბოლომდე გადამტვრევის აღარ იქნება! - ამის შესახებ "ქართული ოცნების" აღმასრულებელი მდივანი, მამუკა მდინარაძე, სოციალურ ქსელში წერს.

მდინარაძე მიმართავს მმართველი პარტიის წევრებს და ამომრჩევლებს, რომ მათ ზუსტად 10 დღეში აქვთ შანსი, „გააცამტვერონ საქართველოში მოქმედი ოთხივე აგენტურული პარტია და უთხრან მათ პატრონებს, რომ საქართველოში გადაწყვეტილებებს ქართველი ხალხი იღებს“.

მისივე განცხადებით, 26 ოქტომბერს ქუდზე კაცი უნდა გამოვიდეს მშვიდობის, ღირსებისა და თითოეული მოქალაქის უკეთესი ცხოვრებისთვის, ასევე, მშვიდობიანი გზით ქვეყნის გაერთიანებისთვის.

„26 ოქტომბრის არჩევნები - პირველი არჩევნებია მეორე ტურის გარეშე! ანუ, იქვე უნდა გადავანგრიოთ, იმ დღეს, მეორე შანსი აგენტურის ბოლომდე გადამტვრევის აღარ იქნება!

მოგმართავთ თქვენ, „ქართული ოცნების“ 41 ათასზე მეტ წევრს და ამომრჩევლის დიდ უმრავლესობას, რომლებისთვისაც მნიშვნელოვანია ეროვნული, ტრადიციული და ამავდროულად ევროპული მომავალი, სიმართლე და სამშობლო:

ზუსტად 10 დღეში, ჩვენ გვაქვს ისტორიული შანსი გავაცამტვეროთ ოთხივე აგენტურული პარტია საქართველოში, ვუთხრათ მათ პატრონებს, რომ აქ ქართველი ხალხი იღებს გადაწყვეტილებებს და არა ვინმე სხვა, გაცილებით უკეთეს პირობებში გავაგრძელოთ მშვიდი და ღირსეული ცხოვრება, ასევე მშვიდობიანი გზით დავიბრუნოთ ჩვენი აფხაზი და ოსი თანამოძმე მოქალაქეები და გავაერთიანოთ ქვეყანა!

26 ოქტომბერს ქუდზე კაცი მშვიდობისთვის, ღირსებისთვის და თითოეული მოქალაქის ბევრად უკეთესი ცხოვრებისთვის!

#აფხაზეთისაქართველოა

#სამაჩაბლოსაქართველოა

მხოლოდ მშვიდობით, ღირსებით, კეთილდღეობით ევროპისკენ!" - წერს მამუკა მდინარაძე.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა