„სამოდელო ბიზნესში ეს გოგო იგივეს აკეთებს, რასაც “კვარა” ფეხბურთში“ - ზაზა შენგელია
ცოტა ხნის წინ მატილდა გვარლიანი Victoria’s Secret-ის 2024 წლის ჩვენებაზე გამოვიდა. ის პირველი ქართველი მოდელი გახდა, რომელმაც ქალის თეთრეულის მსოფლიო ბრენდის შოუში მიიღო მონაწილეობა. “ბრავო რეკორდის” დამფუძნებელი ზაზა შენგელია გვარლლიანის წარმატებას სოციალურ ქსელში ეხმიანება:
„საოცარი სილამაზე, შარმი და აურა აქვს ამ გოგოს და თან ძალიან ჭკვიანი და გონიერია. ქართული სამოდელო ბიზნესის ისტორიაში პირველი ქართველი მოდელია, რომელმაც ''Victoria Secret 2024'' პრესტიჟულ მოდების ჩვენებაში მიიღო მონაწილეობა ქეით მოსთან, ჯიჯი ჰადიდთან, ადრიანა ლიმასთან, ტაირა ბენქსთან, ბარბარა პალვინთან და მსოფლიოს სხვა Top სუპერმოდელებთან ერთად. ფაქტიურად, სამოდელო ბიზნესში ეს გოგო იგივეს აკეთებს, რასაც “კვარა” ფეხბურთში.
Mathilda Gvarliani You Go Girl - წერს ზაზა შენგელია.