„ნებისმიერი ჯგუფის სისხლია საჭირო სასწრაფოდ“ - სოციალურ ქსელში მიმართვა ვრცელდება
ფოტოჟურნალიტი გოგა ჩანადირი სოციალურ ქსელში ქეთევან ბერიშვილის ფეისბუქ-სტატუსს აქვეყნებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:
ძვირფასო მეგობრებო, ძალიან სამწუხაროა რომ ოლაფ შინდლერი, ჩვენი ძალიან ახლო მეგობარი გერმანიიდან, ორი დღის წინ საშინელ ავტოავარიაში მოყვა თელავთან ახლოს. მისი მდგომარეობა საკმაოდ მძიმე, მაგრამ სტაბილურია. ვიცი, რომ ბევრს სურს დახმარება, მაგრამ ჯერ-ჯერობით პირველი რაც გვჭირდება არის სისხლის დონორი. თუ თბილისში ხართ და დახმარების სურვილი გავქთ დღეს 10-დან 17 საათამდე გადაუდებელი დახმარების ცენტრ კავკასიის სამედიცინო ცენტრში შეიგიძლიათ მიბრხანდეთ და ჩააბაროთ სისხლი. მისამართი: პ. ქავთარაძის 23, ყველა სახის სისხლი მისაღებია, რადგან სისხლის ბანკში მოახდენენ ჩანაცვლებას - ვკითხულობთ სტატუსში.