მორიგი სკანდალური ბრალდება - P Diddy-ს ბრალი ედება ქალის გაუპატიურებაში, რომელმაც მას 2Pac-ის მკვლელობა დააბრალა - BBC
მორიგი სკანდალური ბრალდება P Diddy-ის წინააღმდეგ. ამჯერად მას ბრალი ედება ქალის გაუპატიურებაში, რომელმაც ჩათვალა, რომ 2Pac-ის მკვლელობაში P Diddyოი იყო გარეული - BBC მორიგი მსხვერპლის სარჩელზე დაყრდნობით, გაუპატიურების საქმის ახალ დეტალებს ავრცელებს.
სარჩელში, რომელიც შონ კომბსის წინააღმდეგ, კალიფორნიის სასამართლოში, ეშლი პარემმა შეიტანა, ასევე ნათქვამია, რომ P Diddy მას ცივი იარაღით - დანით, ემუქრებოდა.
P Diddy-ს მხრიდან ჯერჯერობით აღნიშნულ ბრალდებას გამოხმაურება არ მოჰყოლია, თუმცა ის ამ დრომდე თანმიმდევრულად უარყოფს ყველა იმ ბრალდებას, რომელიც მის წინააღმდეგ, საკმაოდ დიდი ოდენობით ისევ გროვდება.
ცოტა ხნით ადრე, მუსიკოსმა ასევე უარყო მისი მონაწილეობა 1996 წელს, ლას-ვეგასში მომხდარ სროლასთან, რომლის შედეგადაც რეპერი თუფაქ შაკური - იგივე 2Pac დაიღუპა.
2Pac-ის მკვლელობის საქმე არ გახსნილა, თუმცა ბანდის ყოფილი წევრი დუეინ დევისი მკვლელობაში შარშან დაადანაშაულეს. დევისი, რომლის წინააღმდეგ სასამართლო პროცესები 2025 წლის მარტში დაიწყება, ამტკიცებდა, რომ შონ კომბსმა მას 2Pac-ის მკვლელობისთვის 1 მილიონი აშშ დოლარი შესთავაზა.