„რამდენიმე ოჯახსა და დანარჩენ საქართველოს შორის, სიმდიდრისა და შემოსავლების განაწილების თვალსაზრისით ნაპრალი კი არა, უფსკრულია წარმოქმნილი!“ - ლევან ლორთქიფანიძე
თუ რაიმე ფუნდამენტურად არ შეიცვალა, ქვეყანა შიგნით ჩაინთქმება და საქართველო გაქრება - ამის შესახებ მკვლევარი პოლიტოლოგი და მემარცხენე აქტივიტი ლევან ლორთქიფანიძე სოციალურ ქსელში წერს.
რამდენიმე დღის წინ კამპანია ამომრჩევლები ს გვერდზე პროფესორ გია ჭანტურიას კომენტარი გამოქვეყნდა. ბოლომდე ვერ ვიჯერებ იმას, რაც ამ ბარათზე წერია.
წარმოიდგინეთ !!!!!!!!!
საქართველოში დასაქმებულთა ყველაზე მაღალშემოსავლიან ნაწილს, დასაქმებულთა 10%-ს ჯამურად უფრო მეტი ხელფასი აქვს ვიდრე ხელფასის მიმღებთა 80%-ს, ქვედა 80%-ს. მშრომელთა უმდიდრესი 10% ჯამში უფრო მეტ თანხას გამოიმუშავებს ვიდრე მშომელთა 80%.
აქ არ მთავრდება კოშმარი!
საქართველოში დასაქმებულთა უმდიდრესი 1% (ტოპმენეჯერები, მსხვილ კორპორაციათა ხელმძღვანელები და ა.შ.) ჯამურად უფრო მეტ ხელფასს იღებს ვიდრე ხელფასის მიმღებთა ყველაზე დაბალშემოსავლიანი 50%. მაშასადამე, ღარიბ მშომელთა 50 -ზე მეტი ხელფასი აქვს უმდიდრეს დასაქმებულთა 1%-ს.
ამ საშინელი სურათის დახატვისთანავე, პროფესორი ჭანტურია გვაფრთხილებს, რომ სხვა ტიპის შემოსავლების (მოგება, პროცენტი) დათვლის შემთხვევაში უფრო შემზარავ და შემაშფოთებელ შედეგს მივიღებთ... მან მხოლოდ სახელფასო უთანასწორობაზე გაამახვილა ყურადღება.
რამდენიმე ოჯახსა და დანარჩენ საქართველოს შორის, სიმდიდრისა და შემოსავლების განაწილების თვალსაზრისით ნაპრალი კი არა, უფსკრულია წარმოქმნილი! თუ რაიმე ფუნდამენტურად არ შეიცვალა, ქვეყანა შიგნით ჩაინთქმება და საქართველო გაქრება.
გუშინ ივანიშვილმა ზუგდიდში განაცხადა, რომ უნიკალური, განუმეორებელი, იგავმიუწვდომელი სიდიადით აღბეჭდილი პროგრამა აქვს "ქართულ ოცნებას"! რამდენ სიტყვას ამბობს ივანიშვილის პროგრამა უთანასწორობისა და ჩაგვრის უფსკრულზე? რა ეკონომიკური პროგრამა აქვს მას? - წერს ლევან ლორთქიფანიძე.