"ოცნება" შეგუებულია, რომ არჩევნებში მარცხდება - დეკანოიძე
2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში "ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი, ხატია დეკანოიძე "ქართულ ოცნების" დამარცხებას აანონსებს.
"ქართული ოცნება" შეგუებულია ამ დამარცხებას და რატომ არის შეგუებული? იმიტომ, რომ წარმოუდგენელია ის უმძიმესი მმართველობის პირობები, რომელიც გამოვლინდა ბოლო წლების განმავლობაში. ეს მთელი ანტურაჟი იყო, მხოლოდ და მხოლოდ, იმისთვის, რომ ბიძინა ივანიშვილის და საკუთარ კოჰორტას თავისი კორუფციული გეგმები დაელაგებინა", - ამბობს დეკანოიძე.