თეგებით ძიება
16. 10. 2024 მსოფლიო

„ბენფიკას“ პორტუგალიის ჩემპიონატიდან გარიცხვით ემუქრებიან

პორტუგალიური გრანდი „ბენფიკა“ კორუპციაში დაადანაშაულეს.

ავტორიტეტული გამოცემა O Jogo-ს ინფორმაციით, პორტუგალიის პროკურატურამ ოფიციალური ბრალდება წამოაყენა დოკუმენტების ფალსიფიკაციასთან, საგადასახადო თაღლითობასთან და მატჩების შედეგების მანიპულირებასთან დაკავშირებით.

დანაშაულებები 2016-19 წლებში ხდებოდა, როცა კლუბის პრეზიდენტის პოსტი ლუიშ ფილიპე ვიეირას ეკავა.

ახლა, პორტუგალიის ფეხბურთის ფედერაცია ითხოვს „ბენფიკას“ ჩამოშორებას ყველა ტურნირიდან 6-დან 36 თვემდე ვადით.

„ბენფიკა“ უკვე გამოვიდა განცხადებით, რომელშიც უარყო ყველა ბრალდება და სასამართლოში აპირებს თავის დაცვას.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა