18 ოქტომბერს სეზონურ გრიპზე უფასო ვაქცინაცია დაიწყება
საქართველოს მასშტაბით სეზონური გრიპის უფასო ვაქცინაცია 18 ოქტომბერს დაიწყება - ცნობილია, რომ ვაქცინაციის პირველ ეტაპზე, უფასო აცრები გათვალისწინებულია მაღალი რისკჯგუფის მოქალაქეებისთვის, რომლებსაც წარმოადგენენ: სპეციფიკური ქრონიკული დარღვევების მქონე პაციენტები და 60 წელს გადაცილებული ადამიანები.
ასევე, ამ ეტაპზე გრიპზე აიცრებიან სხვა პრიორიტეტული ჯგუფები: ბავშვთა და მოხუცთა თავშესაფრების; ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების; ჯანდაცვის სამინისტროს დაქვემდებარებული საჯარო სამსახურების, გარემოს დაცვის, თავდაცვის, უსაფრთხოების, საგანგებო სიტუაციების რეაგირების სამსახურის თანამშრომლები, პენიტენციარულ დაწესებულებაში დასაქმებული პირები და შს სამინისტროს თანამშრომლები.
2024 წლის 4 ნოემბრიდან კი, ქვეყნის მასშტაბით, სეზონურ გრიპზე უფასოდ აცრის საშუალება ექნება ნებისმიერ მოქალაქეს 6 თვის ასაკიდან.