თეგებით ძიება

აირჩიეთ ევროკავშირის გზა და მერე ჩვენ ვიცით - არასამთავრობოებმა. სახეს ავახევთ ყველას, ვინც თქვენი უფლებების დარღვევას შეეცდება! - ბაია პატარაია

ერთი განცხადება უნდა გავაკეთო საჯარო მოხელეებისთვის: - ქალთა უფლებების დამცველი ორგანიზაციის, საფარის ხელმძღვანელი, ბაია პატარაია სოციალურ ქსელში განცხადებას ავრცელებს.

ერთი განცხადება უნდა გავაკეთო საჯარო მოხელეებისთვის: ვიცი, რომ რომ თქვენი უფროსები აგროვებენ ოცნების მხარდამჭერ სიებს და უმრავლესობა ეუბნებით, რომ მათ აძლევთ ხმას. ვიცი, გთხოვენ, რომ კონკრეტულ საათებში გამოცხადდეთ უბნებზე. ვიცი, რომ თქვენც გინდათ ევროკავშირი თქვენთვის და თქვენი შვილებისთვის. ვიცი, რომ გეშინიათ სამსახურის დაკარგვის…

მაგრამ! გპირდებით, რომ სამსახურს ვეღარც ქოცნება წაგართმევთ და ვეღარც მომავალი ხელისუფლებები. თქვენ ოღონდ გაბედეთ და აირჩიეთ ევროკავშირის გზა და მერე ჩვენ ვიცით - არასამთავრობოებმა. სახეს ავახევთ ყველას, ვინც თქვენი უფლებების დარღვევას შეეცდება!

ისეთს არაფერს გპირდებით, რაც აქამდე არ გამიკეთებია. ერთმანეთის გვერდში დგომის დროა ახლა - ძალა ერთობაშია!

პ.ს. საჯარო მოხელეებო, ნუ დაალაიქებთ, დასქრინეთ და შეინახეთ ეს სტატუსი ♥️

პ.პ.ს. საჯარო მოხელეების მეგობრებო და ნათესავებო, თქვენ შეგიძლიათ გაუგზავნოთ ეს სტატუსი მათ დიდი სიყვარულით ჩემგან - წერს ბაია პატარაია


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა