IDF-ს ინფორმაციით, სავარაუდოდ, "ჰამასის" ლიდერი იაჰია სინვარი მოკლეს
ისრაელის თავდაცვის ძალებში აცხადებენ, რომ, სავარაუდოდ, „ჰამასის“ ლიდერი იაჰია სინვარი მოკლეს. ვარაუდობენ, რომ ოთხშაბათს ღაზაში, ისრაელელი სამხედროების მიერ მოკლული სამი ტერორისტიდან ერთ-ერთი სინვარია. ისრაელის თავდაცვის მინისტრმა, იოავ გალანტმა ცოტა ხნის წინ სოციალურ ქსელში დაწერა, რომ ისრაელის მტრები ვერ დაიმალებიან.
„ჩვენ მათ დავედევნებით და გავანადგურებთ“, – წერს გალანტი.
ცნობისთვის, იაჰია სინვარი დაჯგუფება „ჰამასის“ ლიდერად გამოცხადდა თეირნში მისი წიამორბედის, ისმაილ ჰანიეს მკვლელობის შემდეგ.