2023 წლის მონაცემებით, ემიგრაციაში 245 064 ქართველი იმყოფება - საქსტატი
საქსტატის მონაცემებით, 2023 წელს ოფიციალურად ემიგრაციაში იმყოფებოდა 245 064 ადამიანი. სტატისტიკური მაჩვენებლები უწყებამ დღეს გამოაქვეყნა და მასში აღნიშნულია, რომ ემიგრანტებიდან 137 311 კაცია, ხოლო 107 753 - ქალი.
ამასთან, ემიგრანტებიდან საქართველოს მოქალაქეა - 163 480 პირი, სხვა ქვეყნის მოქალაქეა - 81 417 პირი, ხოლო მოქალაქეობის გარეშეა - 167 პირი.
ემიგრაციაში მყოფთაგან ყველაზე მეტი - 39 413 პირი 10-14 წლის კატეგორიიდანაა, 28 441 პირი 15-19 წლის ასაკის კატეგორიიდან, 28 172 პირი - 5-9 წლამდე ასაკის კატეგორიიდან, ხოლო ყველაზე ცოტა, 241 ემიგრანტი 85 წელს არის გადაშორებული.