თეგებით ძიება

ფოთში ქარბორბალამ ათეულობით სახლი დააზიანა

ფოთში ქარბორბალამ ათეულობით სახლი დააზიანა - ინფორმაციას ამის შესახებ ფოთის მერია ავრცელებს. მერიის ცნობით, ძლიერი წვიმის შედეგად დატბორილია ეზოები და საცხოვრებელი სახლების პირველი სართულები.

"ფოთში, მესამე დღეა სტიქია გრძელდება. გუშინ საღამოს განმეორდა ქარბორბალა, რამაც დააზიანა საცხოვრებელი სახლების სახურავები. ძლიერი წვიმის შედეგად დატბორილია ეზოები და საცხოვრებელი სახლების პირველი სართულები.

ამ დროის მონაცემებით, ნაბადის უბანში ქარბორბალას შედეგად 13, წვიმის შედეგად კი 23 ოჯახი დაზიანდა. ცენტრის უბანში დაზარალებულია - 45 ოჯახი, კუნძულის უბანში ქარბორბალას შედეგად 3 ხოლო წვიმის შედეგად 20 ოჯახია დაზარალებული. მალთაყვის უბანში ქარბორბალას შედეგად დაზიანდა 30 საცხოვრებელი სახლის სახურავი, დატბორვის შედეგად კი 80 საცხოვრებელი სახლი." - ნათქვამია მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა