თეგებით ძიება

ივანიშვილი ურჩხულია, რომელიც უნდა დამარცხდეს, თორემ გადაგვსანსლავს - დავით ბეშიტაიშვილი

ივანიშვილი ურჩხულია, რომელიც უნდა დამარცხდეს, თორემ გადაგვსანსლავს - ამის შესახებ მსახიობმა, დავით ბეშიტაიშვილმა  "ტვ პირველის" პრიდაპირ ეთერში განაცხადა.

''ამაზე მნიშვნელოვანი დღეს ქვეყნისთვის საკითხი არ არსებობს. ბოლო სითავხედე, რაც იყო ქართული ოცნების მხრიდან, ეს იყო ზუგდიდში ჩატარებული შეხვედრა და იქ წარმოთქმული სფიჩი, თავს გასული ადამიანის, რომელმაც რით გაითქვა სახელი მისმა პარტიამ, იმ ყველაფერზე რომ თქვა, ეს ყველაფერი მოგვარებული გვაქვს და ძალიან კარგად გვაქო, გაუგონარი სითავხედეა, არ ვიცი დარწმუნებულია ადამიანი, რომ ბრიყვები ვართ. ერთადერთი, რაც მაიმედებს ეგ არის, რომ ამას ვერ აიტანს ქართველი კაცი, რომ ის ჩათვალონ ბრიყვად და ეს იქნება მისი დასარულის მთავარი პირობა. კიდევ 26- მდე რა გამოაგდებენ კაცმა არ იცის. 

არაფერი გონივრული მათ არ გაუკეთებიათ, პირიქით უარეს და უარეს ნაბიჯებს დგამენ, ეს არის კარგი იმისთვის, რომ მიხვდეს ადამიანი, ვისთან აქვს საქმე. ერთი სული აქვს, ისევე როგორც მე, ასევე უმრავლესობას, დროზე მოვიშოროთ ეს ჭირი, მოვიშოროთ ეს უბედურება, რომელმაც სახე დააკარგვინა ქვეყანას. ამათ ვერც მთავრობას დავარქმევ, ისინი არიან ნულები, მთავარი არის ის ვერტიკალი ბიძინა, რომელიც სინამდვილეში არის ურჩხული, რომელიც უნდა დამარცხდეს, თორემ ეს ურჩხული გადაგვსანსლავს ყველას ერთად, თუ ჩვენ პირიქით არ დავამარცხეთ", - განაცხადა "ტვ პირველის" პრიდაპირ ეთერში დავით ბეშიტაიშვილმა. 


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა