26 ოქტომბერს ბიძინას დასასრულის დასაწყისი ქაღალდზე გაფორმდება - ნადიმ ხმალაძე
თბილისში მასშტაბური მარში იწყება. 26 ოქტომბერს ბიძინას დასასრულის დასაწყისი ქაღალდზე გაფორმდება - ამის შესახებ ნადიმ ხმალაძემ განაცხადა, რომელიც ამ წუთებში რესპუბლიკის მოედანზე ევროპულ მარშს შეუერთდა.
26 ოქტომბერს ბიძინას დასასრულის დასაწყისი ქაღალდზე გაფორმდება. ჩვენ, საქართველოს მოქალაქეებს, ჩვენს ქვეყანას არ სურს რუსეთი, არ სურთ იმ ბნელ საბჭოთა კავშირში დაბრუნება. უკრაინაში რუსეთს ომი არ დაუწყია მიწისთვის, იქ ომი დაიწყო პუტინმა საბჭოტა კავშირის აღსადგენად. ჩვენთან არ გაუვა ეს. ჩვენ არ ვართ ის ერი, რომელსაც იმ სიბნელესა და ჯოჯოხეთში დაგვაბრუნებენ. დღევანდელი დღე არის გამარჯვების დასაწყისის დღე, 27-ში ჩვენ აუცილებლად გავიღვიძებთ ევროპაში", - განაცხადა ნადიმ ხმალაძემ.