ყველა შემთხვევაში მოვიგებთ, ჩვენს შვილებს ევროკავშირის პასპორტი ჯიბეში ედებათ - ზურაბ ჯაფარიძე
„ევროპული მარშის“ მონაწილე, კოალიცია "ცვლილებებისთვის" ერთ-ერთი ლიდერი, ზურაბ ჯაფარიძე დარწმუნებულია, რომ 26 ოქტომბრის არჩევნებში ოპოზიცია დამაჯერებლად გაიმარჯვებს - "ყოველ შემთხვევაში მოვიგებთ და ჩვენს შვილებს 5-6 წელში ევროკავშირის პასპორტი ჯიბეში ედებათ".
არ ვიცი, დარჩა თუ არა ისეთი ადამიანი, რომელიც არ არის ჩამოყალიბებული იმასთან დაკავშირებით, რა ხდება ქვეყანაში და რა არჩევანის წინაშე ვდგავართ. 6 დღეში არის კრიტიკული არჩევნები, რომლითაც საქართველოს ბედი გადაწყდება. მთელი ცივილიზებული სამყარო უყურებს 26 ოქტომბერს, თუ რას ვიზამთ ჩვენ. მოვიგებთ ყველა შემთხვევაში და 5-6 წელიწადში ჩვენს შვილებს ჯიბეში ედებათ ევროკავშირის პასპორტი, რომელიც გაუხსნის ყველა კარს დედამიწაზე.
დღევანდელი დღე რუსებისთვის და ივანიშვილისთვის საჩვენებელია, რომ ჩვენ ვართ გაცილებით ბევრი, ვისზეც არ მუშაობს ეს დეზინფორმაცია და პროპაგანდა. არ ვჭამთ მაგ ნაგავს და ზუსტად ვიცით, რა არჩევანი გვაქვს გასაკეთებელი", - ამბობს ზურაბ ჯაფარიძე.