თეგებით ძიება

პოლონეთში დააკავეს ქართველი კაცი, რომელიც მკვლელობის ბრალდებით იძებნებოდა

პოლონეთში დააკავეს ქართველი კაცი, რომელიც მკვლელობის ბრალდებით იძებნებოდა.

ინფორმაციას პოლონური მედია ავრცელებს.

მათი ცნობით, 26 წლის ბიჭმა თანმზრახველის დახმარებით ტაქსის მძღოლი ბაქოდან 400 კილომეტრის მოშორებით წაიყვანა, სადაც ქართველი დახვდა და ავტომობილშივე ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით მოკლა.

პოლონური მედიის ინფორმაციით, მკვლელობის მიზეზი ეჭვიანობა გახდა.

მკველობის შემდეგ ახალგაზრდა ქართველმა აზერბაიჯანი დატოვა და პოლონეთში გაიქცა. მასზე ინტერპოლით ძებნა გამოცხადდა და მკვლელობიდან რამდენიმე თვის შემდეგ პოლონელმა სამართალდამცავებმა დააკავეს.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა