თეგებით ძიება

ამ არჩევნებს ვიგებთ, იმიტომ,­ რომ ეს არის რეფერენდუმი - გიორგი ვაშაძე

ამ არჩევნებს ვიგებთ, იმიტომ,­ რომ ეს არის რეფერენდუმი, - ამის შესახებ კოალიცია „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ გმირთა მოედანზე, მარშზე სახელწოდებით - „საქართველო ირჩევს ევროკავშირს“ დაწყებამდე განაცხადა.

„მთავარია, ჩვენ ერთმანეთი დავინახოთ, რათა ვირწმუნოთ, რომ ჩვენ გაცილებით მეტნი ვართ. ამ არჩევნებს ვიგებთ, იმიტომ, რომ ეს არის რეფერენდუმი. მაგალითად: 41 ხაზავ ნიშნავს - არა ევროკავშირს, თუ 5 ნომერს ხაზავ ნიშნავს, რომ მხარს ევროკავშირში სწრაფ გაწევრიანებას უჭერ.

ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ერთმანეთი გავამხნეოთ და დავინახოთ, რომ ჩვენ მეტნი ვართ. არასდროს ქართველი ხალხი, არც ბოდიშს მოიხდის, არც დაიჩოქებს და არც იზოლაციაში არ მოექცევა. ეს ხომ ღირსების მქონე ერია?! ჩვენ საბჭოთა კავშირიდან დამოუკიდებლობის მოპოვების მერე ამ ღირსებით მოვდივართ. უღირსები ხელისუფლებაში მოექცნენ და ისინი უნდა გავისტუმროთ, გავუშვათ“, - განაცხადა ვაშაძემ.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა