"ქართველები ისევ ისტორიას წერენ! თბილისი ევროპის ნამდვილი დედაქალაქია" - როთი ევროპულ მარშზე
ქართველები ისევ ისტორიას წერენ! დღეს ათიათასობით ადამიანი მართავს დემონსტრაციას თავისუფალი, დემოკრატიული და ევროპული საქართველოსთვის. თბილისი ევროპის ნამდვილი დედაქალაქია. გმადლობ!" - ასე ეხმაურება თბილისში მიმდინარე ევროპულ მარშს გერმანიის ბუნდესტაგის საგარეო ურთიერთობა კომიტეტის თავმჯდომარე, მიხაილ როთი.