თეგებით ძიება

ყველა გავერთიანდეთ, ყველანი მივიდეთ, ოღონდ „ქართული ოცნება“ არ დარჩეს ხელისუფლებაში - გიორგი სააკაშვილი

ჩვენი გზა ევროპაშია. ექვს დღეში არის ძალიან მნიშვნელოვანი არჩევნები და ჩვენ უნდა ვუთხრათ არა რუსეთში ყოფნას, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ძმამ, გიორგი სააკაშვილმა თავისუფლების მოედნის მიმართულებით მსვლელობისას განაცხადა.

„ძალიან მნიშვნელოვანი დღეა დღეს, ხედავთ, რამდენი მოქალაქე გამოვიდა. ყველა ერთხმად ვთანხმდებით, რომ ჩვენი გზა არის ევროპაში. ექვს დღეში არის ძალიან მნიშვნელოვანი არჩევნები და ჩვენ უნდა ვუთხრათ არა რუსეთში ყოფნას. ჩვენ მივექანებით რუსეთში. მე ასეთი განცდა მაქვს, მინდა, ვიცხოვროთ შვილებისთვის, შემდეგი თაობისთვის და ძალიან მნიშვნელოვანია თითოეული ხმა. ყველა გავერთიანდეთ, ყველანი მივიდეთ, ოღონდ „ქართული ოცნება“ არ დარჩეს ხელისუფლებაში“, – განაცხადა გიორგი სააკაშვილმა.

თბილისში მარში სახელწოდებით – „საქართველო ირჩევს ევროკავშირს“ იმართება. მარშის მონაწილეები რამდენიმე ლოკაციიდან მსვლელობით თავისუფლების მოედისკენ მიემართებიან, სადაც შემაჯამებელი ღონისძიება გაიმართება.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა