კასპიის ზღვაში ორი ძლიერი მიწისძვრა დაფიქსირდა
კასპიის ზღვაში 7 საათიანი ინტერვალით ორი ძლიერი მიწისძვრა დაფიქსირდა.
აზერბაიჯანის მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის სეისმოლოგიური სამსახურის რესპუბლიკური ცენტრის ინფორმაციით, 3.1 მაგნიტუდის სიმძლავრის პირველი მიწისძვრა 19 ოქტომბერს, ადგილობრივი დროით 01:02 საათზე მოხდა. ხოლო მეორე ბიძგი 08:47 საათზე დაფიქსირდა.
მიწისძვრის ორივე ეპიცენტრი მიწის ქვეშ, 68 კილომეტრის სიღრმეზე მდებარეობდა.
რუსთავი 2