მინდა მივმართო ზელენსკის, ჩვენ ერთად შევალთ ევროპაში - პრეზიდენტი
"საქართველო ირჩევს ევროკავშირს" - საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი თავისუფლების მოედანზე მივიდა. მინდა მივმართო ზელენსკის, ჩვენ ერთად შევალთ ევროპაში - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა თავისუფლების მოედანზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, სადაც ევროპული მომავლისთვის შეკრებილი ათასობით გულანთებული საქართველოს მოქალაქე იმყოფება.
მინდა მივმართო ვოლოდიმირ ზელენსკის და ვუთხრა, რომ ვიცით, რომ იბრძვის ჩვენთვის და იქნება გამარჯვებული და ერტად შევალთ ევროპაში. მინდა მივმართო ჩვენს პარტნიორებს - ევროპელებს თუ ამერიკელებს და ვუთხრა, რომ ჩვენ ვიქნებით ისეთი პარტნიორი და ისეთი მოკავშირე, რომელიც არც დაესიზმრებათ, როცა შევალთ ევროპაში და შევალთ ევროპაში", - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
შეგახსენებთ, რომ მარში 5 ლოკაციიდან დაიწყო. მოქალაქეები მარჯანიშვილის მოედანზე, 300 არაგველის ობელისკთან, ამაღლების ქუჩაზე, გმირთა მოედანსა და რესბუბლიკის მოედანზე შეიკრიბნენ და თავისუფლების მოედანზე მსვლელობით მივიდნენ.