თბილისში გასულ ღამეს ტრანსგენდერ ქალს თავს დაესხნენ
გასულ ღამეს თავს დაესხნენ ტრანსგენდერ ქალს - ნატა ტალიკიშვილს. მას უცნობმა პირმა თავში აგური ჩაარტყა და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა. ტალიკიშვილი ტვინის შერყევით საავადმყოფოში გადაიყვანეს. პოლიციამ ის უკვე გამოკითხა.
შემთხვევა ორთაჭალის ავტოსადგურთან მოხდა. შსს -ს ინფორმაციით გამოძიება 126 -ე ძალადობის მუხლით დაიწყო.