7 ადამიანი დაიღუპა და 8 დაშავდა - ვრცელდება უმძიმესი შემთხვევის კადრები, აშშ-ში ხიდი ჩამოიშალა
აშშ-ში, ჯორჯიის შტატში, საბორნე ტერმინალისკენ მიმავალი ხიდის ჩამოშლის შედეგად, 7 ადამიანი დაიღუპა და 8 დაშავდა. შემთხვევა ფერადკანიანი მონების შთამომავლებისთვის გამართული კულტურული ღონისძიების დროს მოხდა. ინფორმაციას dailymail-ი ავრცელებს.
საავადმყოფოში გადაყვანილი რვა დაშავებულიდან, ექვსმა მძიმე ტრავმები მიიღო. მედიის ინფორმაციით, დაღუპულებსა და დაშავებულებს შორის ბევრი ხანდაზმულია.
ჯორჯიის შტატის ბუნებრივი რესურსების დეპარტამენტის ინფორმაციით, ჯერჯერობით უცნობია, ბორნისკენ მიმავალი ხიდი როგორ ჩაიშალა. მათი განმარტებით, შეჯახებას ადგილი არ ჰქონია.