მოლდოვაში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური გაიმართება
მოლდოვაში საპრეზიდენტო არჩევნებისა და რეფერენდუმის შედეგების 100% დათვლილია. ქვეყნის ცენტრალური საარჩევნო კომისიის მონაცემებით: დათვლილი ხმების შედეგად, მოქმედი პრეზიდენტი, მაია სანდუ 42.45%-ით ლიდერობს, მის კონკურენტ, პრორუს ალექსანდრე სტოლიანოგლოს კი ხმების 25.98% აქვს. ამ შედეგებიდან გამომდინარე, ნათელია, რომ 3 ნოემბერს ქვეყანაში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური გაიმართება.
რაც შეეხება საკონსტიტუციო რეფერენდუმს ევროინტეგრაციასთან დაკავშირებით - ამომრჩევლის 50,46%-მა კითხვას, "ემხრობა თუ არა კონსტიტუციის შეცვლას მოლდოვის რესპუბლიკის ევროკავშირში გაწევრიანების მიზნით?" დადებითი პასუხი გასცა.
მოლდოვის ცენტრალური საარჩევნო კომისიის მონაცემებით, 20 ოქტომბრის არჩევნებსა და რეფერენდუმზე ხმა 1 456 457-მა ამომრჩეველმა მისცა.