მინდა, რომ პუტინი რუსულ ციხეში აღმოჩნდეს, როგორც ჩემი ქმარი - იულია ნავალნაია
იულია ნავალნაიას მისი მეუღლის, ალექსეი ნავალნის გარდაცვალებამდე ერთი დღით ადრე აცნობეს, რომ ის ერთი კვირის განმავლობაში თავისუფალი იქნებოდა.
ამის შესახებ ნავალნაიამ The Times-თან ინტერვიუში ისაუბრა.
რუსეთის ოპოზიციის ლიდერის ქვრივის თქმით, 15 თებერვალს მიუნხენის უსაფრთხოების ყოველწლიურ კონფერენციაზე მას უთხრეს, რომ ნავალნის გაცვლის შესახებ მოლაპარაკებები დასასრულს უახლოვდებოდა. არ არის დაკონკრეტებული, ვინ მიაწოდა ნავალნაიას ინფორმაცია სავარაუდო გაცვლის შესახებ.
ნავალნაიამ ხაზგასმით აღნიშნა, რომ მან იცოდა მოსალოდნელი გაცვლის შესახებ, მაგრამ, იცოდა რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის პოლიტიკა, მან დაუშვა, რომ შეთანხმება შეიძლება ჩავარდნილიყო.
გაცვლის ვერსიაზე ნავალნაიამ The Times-ს განუცხადა, რაზევ მანამდე ოპოზიციის ლიდერმა მარია პევჩიხმა ისაუბრა. მან აღნიშნა, რომ 15 თებერვლის საღამოს მოლაპარაკებები ფინალურ ეტაპზე იყო.
ნავალნაიამ ასევე თქვა, რომ რუსეთში არ დაბრუნდება, სანამ უსაფრთხოების გარანტიები არ ექნება, რომ არ დააპატიმრებენ აეროპორტში, როგორც ეს მის მეუღლესთან ერთად მოხდა. ოპოზიციონერის ქვრივმა განმარტა, რომ ის მალავს თავის საცხოვრებელ ადგილს და იძულებულია ისარგებლოს დაცვით.
ნავალნაიამ ასევე თქვა, რომ არ სურს პუტინის სიკვდილი. "მინდა, რომ ის რუსულ ციხეში აღმოჩნდეს, როგორც ჩემი ქმარი იქ. მე მინდა, რომ ის რუსეთის მეფის მსგავსიდან ჩვეულებრივ პატიმარად გადაიქცეს," - აღნიშნა მან.